დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის უმაღლესი სამედიცინო სკოლა «აიეტი»–ის სტუდენტთა სამეცნიერო პრაქტიკა

ნანახია 863-ჯერ
2018 წლის 4–5 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში სამეცნიერო პრაქტიკა გაიარეს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის უმაღლესი სამედიცინო სკოლა «აიეტი»–ის პირველი კურსის სტუდენტებმა პროფესორ ნანა სიხარულიძის ხელმძღვანელობით. სტუდენტები გაეცნენ ცენტრის ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს. მონაწილეობა მიიღეს ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების, ტკივილისა და ანალგეზიის, თავის ტვინის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიებში მიმდინარე ექსპერიმენტებში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2013 წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>