"სამეცნიერო პიკნიკი» ქუთაისში

ნანახია 802-ჯერ
2018 წლის 25 სექტემბერს, ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, «ინოვაციების გამოფენა»–ზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულმა ბიომედიცინის ცენტრმა წარადგინა ორი ინოვაციური პროექტი ბიოსამედიცინო სფეროში: 1. სისტემურ-ტექნიკური კომპლექსი CR-1 კარდიორიტმი და DR- "ჭკვიანი ბალიში". «საბავშვო მეცნიერების» გამოფენაზე ჩვენმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამეცნიერო, პატარებისთვის ადვილად აღსაქმელი, საინტერესო ექსპერიმენტები და გამოკითხვები. ბავშვები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თავად მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში. ჩვენი ცენტრის საგამოფენო მაგიდებთან მთელი დღის განმავლობაშუი არ წყდებოდა მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების და მათი მშობლების ნაკადი.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>