star archive bad ca calendar cat coms dislike down down2 fav fb gp info left like login love mail od pass rel reply right search set share sort_down sort_up top tw up views vk votes cross phone loc ya

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

ნანახია 931-ჯერ
2018 წლის 28 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ბიოლოგია-ეკოლოგიის მიმართულებით, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის საერთო სივრცეში ინტეგრაციას. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა  მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, საკვალიფიკაციო კურსების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება.მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბიოლოგიის დოქტორმა თამარ დომიანიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „დელფინები - ზღვის უნიკალური ძუძუმწოვრები“. ლექცია მიეძღვნა დელფინების ქცევას, დელფინების სასიცოცხლო, ბიოლოგიური  და თავის ტვინის სტრუქტურულ და ნეირობიოლოგიურ თავისებურებებს, რითაც ისინი გამოირჩევიან და განსხვავდებიან, როგორც ხმელეთის ასევე ზღვის სხვა მაღალგანვითარებული ძუძუმწოვრებისაგან.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>