პროფესორ რონ ნაამანის სამუშაო ვიზიტი ცენტრში

ნანახია 658-ჯერ
ევროკავშირის კვლევებისა   და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროექტის, H2020-I-18-142-ის ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. დიმიტრი ხოშტარია) ა.წ. 15 ოქტომბერს შედგა ბიონანომეცნიერების დარგის ცნობილი სპეციალისტის, პროფ. რონ ნაამანის (ვაიცმანის ინსტიტუტი, ისრაელი) სამუშაო ვიზიტი ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში და ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო შეხვედრა და ვორქშოპი.
ვორქშოპს წინ უძღოდა რონ ნაამანის და დიმიტრი ხოშტარიას პირადი მოლაპარაკებები „ჰორიზონტი 2020“ -ის ფარგლებში ერთობლივი პროექტის წარდგენის შესახებ რიგი ევროპული სამეცნიერო ცენტრების და უნივესიტეტების ჩართულობით. რის შემდგომ რონ ნაამანმა და დიმიტრი ხოშტარიამ დამსწრე საზოგადოების წინაშე გააკეთეს საინფორმაციო მოხსენებები მათ სამეცნიერო ჯგუფებში მიღებული შედეგების შესახებ. გაიმართა სამეცნიერო დისკუსია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ცენტრის დირექტორი - დავით ნადარეიშვილი; ადმინისტრაციის უფროსი - თეა ცერცვაძე; ბიოფიზიკის განყოფილების გამგე - მაია მახარაძე, ამავე განყოფილების თანამშრომლები: თინათინ დოლიძე (საგრანტო პროექტის თანახელმძღვანელი), მიხეილ შუშანიანი, სოფიო უჩანეიშვილი და ტატიანა ტრეტიაკოვა,  რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის თანამშრომლები: მიხეილ გოგებაშვილი და ნაზი ივანიშვილი. რ.აგლაძის ელექტროქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი ნიკოლოზ ნიორაძე.
დამსწრე საზოგადოების მიერ პროფ. რონ ნაამანის ვიზიტის შედეგებს მიეცა მაღალი შეფასება და ხაზი გაესვა მომავალი სამეცნირო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას როგორც საქართველოს და ისრაელის, ასევე სხვა სავარაუდო მონაწილეებისათვის.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>