ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია "ცნს კონფერენცია II"
ნანახია 698-ჯერ
ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების”, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით 2016 წლის 9 დეკემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “ცნს კონფერენცია II”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, კვლევები და სიახლეები. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა.
კონფერენციის გახსნისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა “ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას”, “კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა” (აკად. ფ. თოდუას კლინიკა) და “ივანე ბერიტაშვილის ექპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს” შორის.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ცენტრის დირექტორმა ბატონმა დავით ნადარეიშვილმა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ განვლილ გზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი უკვე მეორედ მასპინძლობს “ცნს კონფერენციას”. ბატონმა დავითმა ორგანიზაციას სამომავლო პროექტებში მხარდაჭერა აღუთქვა.