საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I“
ნანახია 878-ჯერ
25-27.06.2018 ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები - ინტერდისციპლინური კვლევები“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს. კონფერენციაში, საქართველოს მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ უცხოელი გამორჩეული მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.
საერთაშორისო კონფერენციის “ბერიტაშვილის საუბრები I" პროგრამა
საერთაშორისო კონფერენციის "ბერიტაშვილის საუბრები I" აბსტრაქტების კრებული