საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში “Biomed - 2019”

ნანახია 875-ჯერ

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა და საერთაშორისო რეოლოგთა საზოგადოებამ 2019 წლის 18-19 მაისს ქ. ბათუმში, ციხისძირში „Castello Mare“-ში გამართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში “Biomed - 2019”.
კონფერენცია მიეძღვნა ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს.
თემები:
• მულტიდისციპლინური მიდგომა თანამედროვე მეცნიერებაში
• პოლიპროფილური მედიცინა
• ბიომედიცინა, ბიორეოლოგია, ბიოტექნოლოგია
• ბიოქიმია და ბიოფიზიკა ფუნდამენტურ და კლინიკურ მედიცინაში. მიკრო- და ნანობიომექანიკა
• ინოვაციური მეთოდები. ბიოლოგიური, მათემატიკური და პროგრამული მოდელირება. ბიოინფორმატიკა;
• ეკონომიკური ასპექტი ბიომედიცინაში. ციფრული მედიცინა. Blockchain და Python მედიცინაში
• ბიომასალების როლი ბიომედიცინაში
• თეორიული, კლინიკური და ეკოლოგიური ტოქსიკოლოგია
• რადიოლოგია და რადიაციული უსაფრთხოება
• საკვები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ფარმაკოპრეპარატები და ჯანმრთელობა
• თავის ტვინი, მისი ფუნქციები და რეგულაციები:
         - ძილ-ღვიძილის ციკლი
         - ტკივილი და ანალგეზია
         - ქცევა და კოგნიტური ფუნქციები
         - სტრესი
         - ექსპერიმენტული და კლინიკური ნევროლოგია
         - ნეიროფიზიოლოგია
         - ულტრა- და ნანოარქიტექტონიკა
• უჯრედების შიგთავსის და მემბრანის სტრუქტურა. უჯრედების აგრეგაციის და მემბრანის დეფორმაციის მექანიზმები. გენომი
• სისხლი, სისხლის მიმოქცევა, სისხლის დენადობა ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში
• თრომბების და სტაზების ფორმირება
• თეორიული ჰემოდინამიკა და ჰემორეოლოგია
• კლინიკური ჰემორეოლოგია (კარდიოვასკულური, ნევროლოგიური, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს)
• ნავთობპროდუქტების, ზეთების, სასურსათო, სამშენებლო მასების რეოლოგია
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პლენარული და სექციული სხდომები, მრგვალი მაგიდა, B2B (საშუამავლო ღონისძიება), გამოფენა. ახალგაზრდა მკვლევარების და სტუდენტების მოხსენებებს დაეთმობათ სპეციალური სესია.
კონფერენციის ხელმძღვანელი: პროფ. მ. მანწკავა (საქართველო)
საორგანიზაციო კომიტეტი:
აკად. ნ. მითაგვარია (საქართველო)
პროფ. დ. ნადარეიშვილი (საქართველო)
პროფ. ნ. ნაჭყებია (საქართველო)
სწავლული მდივანი: ნ. მომცელიძე (საქართველო)
კოორდინატორი: გ. კუჭავა (საქართველო)
მოდერატორი: ა. სონგულია (საქართველო)
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი:
პროფ. კ. სალდანჰა (პორტუგალია)
პროფ. ნ. ანტონოვა (ბულგარეთი)
პროფ. ვ. ლიშნევსკაია (უკრაინა)
პროფ. ა. კოლლერი (ამერიკა)
აკადემიკოსი ი. ნიაშინი (ფინეთი, რუსეთი)
პროფ უ. ვინდბერგერი (ავსტრია)
პროფ. მ. რამპლინგი (დიდი ბრიტანეთი)
პროფ. ა. პრიეზჟევი (რუსეთი)


როგრამა და აბსტრაქტებე იხ. ბმულზე https://biomedicine2020.wixsite.com/biomed2019/programm

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>