საერთაშორისო კონფერენციის მასალები

ნანახია 803-ჯერ
2018 წლის 26-27 ოქტომბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“, რომლის ორგანიზებასა და წარმართვაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქ. საჩხერის საავადმყოფო-პოლიკნინიკური გაერთიანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მონაწილეობდა ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
კონფერენციაზე განხილული იქნა რადიაციული, ქიმიური და გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებისადმი ადამიანის მგრძნობელობის მნიშვნელობა ავთვისებიან სიმსივნეთა და სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარებაში. ამ ფენომენის როლი ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიაში. წარმოდგენილი და განხილული იქნა ექსპერიმენტული, კლინიკური და პოპულაციაზე ბაზირებულ გამოკვლევათა შედეგები უჯრედული რადიომგრძნობელობის მოლეკულური მექანიზმების, ფიზიოლოგიურ სისტემათა ადაპტაციურ-კომპენსატორული რესურსისა და ჰორმეზისის ფენომენის როლზე ადამიანის, როგორც მთლიანის, სისტემა წარმომქმნელი თვისების - გარეშე ზემოქმედებებისადმი მგრძნობელობის ფორმირებაში. განხილული იქნა ჯანმრთელობის გენეტიკური რისკისა და კლინიკური გენეტიკის რიგი აქტუალური საკითხები.კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულის სახით. 
დაინტერესებულ პირებს კონფერენციის მასალების გაცნობა შეუძლიათ ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრის ბიბლიოთეკაში.


კონფერენციის მასალები

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>