ისრაელის ელჩის ბატონი რან გიდორის ვიზიტი ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 1 721-ჯერ
21 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია ისრაელის ელჩი ბატონი რან გიდორი. ვიზიტი განხორციელდა პროექტის „საქართველოში Leptospira spp. რეგიონალური განაწილება და ჯანმრთელობის ტვირთის შეფასება“ ფარგლებში. პროექტში ჩართულ მეცნიერთა ჯგუფს გადაეცა თანამედროვე ულტრაბგერითი კვლევის აპარატურა, რომელიც გააუმჯობესებს ბიო-სამედიცინო და ვეტერინარულ კვლევით-სამეცნიერო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მადლობას უხდის ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (MASHAV) და ისრაელის საელჩოს საქართველოში.
|