საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021
ნანახია 2 289-ჯერ
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021 გაიმართება ქ.ბათუმში სასტუმრო ჰილტონში 18-19 ივლისს. კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა ააიპ რეოლოგთა საზოგადოებაა. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად გახლდათ ხელჭემწყობი ინსტიტუციები. კონფერენციის ხელმძღვანელი მ.მანწკავა არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგე, კონფერენციის სწავლული მდივანი არის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თათამშრომელი.
კონფერენციის ეპიგრაფია "მსოფლიოს მკვლევართა გაერთიანება კოვიდ19-ის წინააღმდეგ". განსაკუთრებული ადგილი და დრო მიენიჭა ახალ მონაცემებს, მართვის სიახლეებს და კოვიდ-19-ან დაკავშირებულ პათოფიზიოლოგირ მოსაზრებებს, განხილული იყო მეცნიერული თვალსაზრისით ვაქცინაციის სარგებლობის საკითხები.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021 წარმოდგენილი იყო პლენარული, სექციური, ახალგაზრდა მკვლევერების და სტუდენტური სესიებით, B2B-ს ბროკერული ღონისძიებებით, მრგვალი მაგიდით. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმის "გოგი", რომელიც მიეძღვნა საქართველოში, ევროპაში და ამერიკაში ცნობილი მეცნიერის გიორგი მჭედლიშვილის დაბადებიდან 100 წლის თავს. მჭედლიშვილის სახელი ასოცირდება მსოფლიოში მიკროცირკულაციის და კლინიკური რეოლოგიის ცნების დამკვიდრებასთან. იგი ახალგაზრდობიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (ადრე ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი). მის ხსოვნას მიძღვნილ სესიაზე წარსდგნენ მისი მოსწავლეები ამერიკიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან.
კონფერენციაზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ცენტრი იყო წარმოდგენილი ორი სამეცნიერო სესიით, რომელთა სამეცნიერო კომპონენტი მოიცავდა ახალ და უახლეს ცოდნას და აშუქებდა ექსპერიმენტულ, კლინიკურ, თეორიულ კვლევებს მულტიდისციპლინური მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი თემატიკის აკრედიტირებული ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისათვის "PRECLINICAL TRIALS STRATEGY: EXPERIMENT REPRODUCIBILITY AND VALIDATION PRINCIPLES"; "LEGAL ISSUES AND MEDICAL RESEARCHE", "MEDICAL TOURISM. NEW CHALLENGES. HOW TO GET INOVILVED IN SUCH ACTIVITIES", "LABORATORY WORK AND BIOMEDICAL STATISTICS", "STRATEGY FOR CREATINING A SCIENTIFICS PAPER. SCIENTIFICS BASES"; "GENERAL GUIDE FOR CREATE DOCTOR’S ELECTRON CV".
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021-ის კ მასალები გამოიცა კრებულად (DOI 10.6084/m9.figshare.14789220) და განთავსდა სამეცნიერო ბაზებში თავისუფალი წვდომის რეჟიმში. კონფერენციის პროგრამა აკრედიტირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (12 კრედიტ-ქულა) და ლიცენზირებულია ევროპული სამეცნიერო კვლევების საბჭოს მიერ (License CC BY 4.0).
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021-ის ოფიციალური მისამართია https://pandemiacovid19.wixsite.com/biomed2021;
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2021-ის ინდექსირებულია ყველა წამყვან სამეცნიერო საერთაშორისო პლათფორმაზე
https://conferencealerts.com/show-event?id=233560 ;
https://worldconferencecalendar.com/component/option,com_conference/page,show_ad/adid,56975/catid,9/Itemid,0/ ;
https://www.sciencedz.net/en/conference/76430-biomed2021
და სხვ.
აბსტრაკტების მუდმივი განთავსების სივრცე https://figshare.com/articles/book/BIOMED2021Book_pdf/14789220/1 ;
https://11cbcd77-5420-425c-ae09-694fa09a228d.filesusr.com/ugd/aa3447_9713ec9486094819976530f9b7be25b0.pdf ;
https://books.google.ge/books?id=lzozEAAAQBAJ&pg=PA1&dq=BIOMED2021&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwi9i7rruYDyAhUMHewKHTWVAfoQ6AEwAHoECAoQAg#v=onepage&q=BIOMED2021&f=false
კონფერენცია მომდინარეობდა კომბინირებულ ფორმატში: face to face, ცივი და ცხელი zoom-ებით, ტელეხიდის მეშვეობით და meet-პლათფორმაზე.
კონფერენცია ჩატარდა ახალი რეგულაციების თანახმად: ადგილზე განხორციელდა ყველა დელეგატის PCR ტესტირება სალიკ აბაშიძის სახ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორის მიერ.
კონფერენციის მასალები იხილეთ ბმულზე https://pandemiacovid19.wixsite.com/biomed2021/programm