კოგნიტიური ფუნქციების დარღვევათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მულტიდისციპლინური კვლევა ნევროლოგიურ დაავადებათა ცხოველურ მოდელებში
ნანახია 1 998-ჯერ
1 ივლისს, 15:00 საათზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გთავაზობთ ლაივშეხვედრას თემაზე: „კოგნიტიური ფუნქციების დარღვევათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მულტიდისციპლინური კვლევა ნევროლოგიურ დაავადებათა ცხოველურ მოდელებში“.
მოდერატორი- გელა ბესელია
გელა ბესელია - მედიცინის დოქტორი, პენსილვანიის სახელწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის, პოსტდოქტორანტი მეცნიერ თანამშრომელი; ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
მოსხენების სათაური: „ტვინის ღრმა ელექტრული სტიმულაციის ეფექტები მეხსიერებასა და ჰიპოკამპის ნეიროქიმიაზე ბებერ ვირთაგვებში”.
ლალი ყრუაშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
მოხსენების სათაური: „პათოფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა აუტისტური სპექტრის დარღვევათა ცხოველურ მოდელში“.
მარიამ ჭიღლაძე - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
მოხსენების სათაური: „პათოფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა ალცჰაიმერის დაავადების ცხოველურ მოდელში“