მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული
ნანახია 1 065-ჯერ
2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოში ჩატარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება: კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.