გამოფენა-კონკურსი "ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო"

ნანახია 839-ჯერ
2019 წლის 25 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ჩატარდა გამოფენა – კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში და ფოიეში გამოფენილი იყო კონკურსის 50 მონაწილის ნახატები. კონკურსი ჩატარდა ორ ნომინაციაში:
1.    ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი);
2.    21- ე საუკუნის მეცნიერება;
            კომპეტენტური ჟიურის მიერ კონკურსის ნომინაციებში – 1. ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) გამარჯვებულ მარიამ მამისაშვილს - არაშენდის საჯარო სკოლა მე-9 კლასის მოსწავლე და 2. 21- ე საუკუნის მეცნიერება გამარჯვებულ მარიამ ბადრიაშილს - ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს გადაეცათ კონკურსში გამარჯვებულის დამადასტურებელი სერტიფიკატი და უახლოეს დღეებში მათ გადაეცემათ პლანშეტის შესაძენი ფასიანი ვაუჩერები. ყველა კონკურსანტს გადაეცა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.





<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>