ქეთევან კუტალია

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ქეთევან კუტალია დაიბადა 1957  წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1975 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახ, უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1980 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის  მემბრანოლოგიის ლაბორატორიაში ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნ.თანამშრომლის პოზიციაზე. 1991წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია   თემაზე ” ტვინის და თირკმლის პრეპარატების Na,K-ატფაზის შედარებითი კინეტიკური შესწავლა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის საბჭოზე, და მიენიჭა  ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.  
1991-1992 წლებში მუშაობდა   თერაპიის ინსტიტუტის  ბიოფიზიკის ლაბორატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
1992-2006 წლებში  მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ისტიტუტში  ფუნქციური გენომიკის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. 2006-2010 წლებში მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
2010 წლიდან რამოდენიმე ინსტიტუტის ბაზაზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგ მუშაობს ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
ქეთევან კუტალია   არის 16  სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2 სამეცნიერო კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე
                                         
სამეცნიერო ინტერესების სფეროები

ქეთევან კუტალიას სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს გენომის სტრუქტურა და ფუნქციები, კერძოდ, ეუკარიოტული უჯრედების ბირთვებში მიმდინარე პროცესები, ძირითადად ცილების პოსტტრანლიაციური მოდიფიკაცია, ბირთვული მატრიქსის სტრუქტურულ- ფუნქციური ორგანიზაციის შესწავლა.  ბირთვული ფერმენტის პოლი(ADP-რიბოზა) პოლიმერაზას და  ბირთვული მატრიქსების დნმ ტოპოლოგიის განმსაზღვრელი ფერმენტების დნმ-ტოპოიზომერაზაI და II-ის როლის შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინის და ღვიძლის უჯრედებში . ამ ფერმენტების შესწავლა პოსტემბრიონალური და ზრდასრული ვირთაგვების უჯრედების ბირთვებში და აგრეთვე მათზე სხვადასხვა ზემოქმედების (ჰიპერთერმია, რადიაციული დასხივება), მატრიქსთან ასოცირებულ საკვანძო ფერმენტებზე სსხვადასხვა ინჰიბიტორების, იონების და მიკროელემენტების გავლენის და ა.შ. შესწავლა.

შრომების სია  2010 წლიდან:

1. G. Zaalishvili., D. Margiani., K. Kutalia., S. Suladze.,  T. Zaalishvili,  2010, Automodification of PARP-1 mediates its tight binding to the nuclear matrix. Biochemical and Biophysical Research Communications,  393, pp. 123-125.       
2. G. Zaalishvili., D. Margiani., K. Kutalia., S. Suladze ., T. Zaalishvili. Automodification of PARP-1 mediates its tight binding to the nuclear matrix. Proc. Conference “Physiological Mechanisms of Organism’s Functional Regulation”, Yerevan, 2012, pp. 160-163
3. Tengiz Zaalishvili, Dina Margiani ,  Ketevan Kolkhidashvili, Ketevan Kutalia,  Molecular   Mechanism of PARP-1 Action: How Six Domains Form One Enzyme. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and their Disorders,chapter27, pp .  363-383. Nova Science Puublishers,Inc.2016
4.  T. Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2017. DNA Topoisomerase Activities of Nuclear Matrices Isolated by Different Slow (two days) and Fast (one day) Methods from Rat Liver.   Bulletin of the Georgian National Academy of Sciences v 11, N 3.  125-131.
5. T. Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2020. Endonuclease Like Activity of DNA Topoisomerase II Associated with Nuclear Matrix at Low pH Value.  Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, v 14, N 3.  108-112.