გიორგი ჯიქია

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

რადიობიოლოგიის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

გოგი ჯიქია - ბიოლოგიის დოქტორი, ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერთანამშრომელი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.  2002 წელს დაამთავრა  ი.ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 2013 წელს სწავლა გააგრძელა ი.ვეკუას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2017 წელს მიიღო ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი.  სწავლის დამთავრების შემდეგ, 2005 წელს დაიწყო სამეცნიერო საქმიანობა რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის რადიაციულო ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერთანამშრომლის თანამდებობაზე. 2011 წლიდან არის ექსპერიმენტული და ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერთანმშრომელად .ის  მონაწილეობს საგრანტო პროექტში ,, ჯანმრთელობის რისკების შეფასება ბოლნისი-დმანისის რეგიონში“ .სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ეწევა  აკადემიურ საქმიანობას ,დავით აღმაშენებლის სახელობის  უნივერსიტეტში. მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებში პროფესიული ზრდის მიზნით, აქვს 55- მდე სამეცნიერო ნაშრომი . არის  ორგანიზაცია,, გარემო და მეცნიერება“ დამფუძნებელი.


ინტერესთა სფერო:
 
ჩემი დიდი ხნის სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე,  ვთვლი, რომ კვლევა- ექსპერიმენტი  არის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო სფეროში. კვლევის სფეროში მაქვს დიდი გამოცდილება, მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა პროექტში, რომელიც ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილებაში შესრულებულა.  ამჟამად ვსწავლობ   ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას მაკე  ვირთაგვებში პლაცენტარულ ზრდის ჰორმონზე, მათი ნაშიერის ქცევაზე, მეხსიერებასა და ნეიროქიმიურ კორელატებზე. ასევე ჩვენს განყოფილებაში მიმდინარეობს  კვლევა   წყალტუბოს მინერალური წყალში არსებული რადონის ჰორმეზის მოქმედება სხვადასხვა დაავადებებზე (ეპილეფსიის სხვადასხვა სახეები, აგრესია და დიაბეტი).


პუბლიკაციები:

1.  მ.ნიკოლაიშვილი, გ. იორდანიშვილი,  თ. მუსელიანი, გ.ჯიქია, 2020. ,,რადიაციის გავლენა თეთრი და შავი ვირთაგვების  ნეიროქიმიურ კორელატებზე“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია, ტომი ტ.. 46, N 5-6, გვ. 295-303

2. მ. ნიკოლაიშვილი, ზ. ნანობაშვილი, ი. ბილანიშვილი, თ. მუსელიანი, მ. დევდარიანი, გ. ჯიქია, ხ. დონდოლაძე, ნ. მითაგვარია. 2020. ,,რადონის როლი ოქსიდაციური სტრესის პრედიქტორების კონცენტრაციის ცვლაში, რომლებიც ჩართულია ეპილეფსიის პათოგენეზში“. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია, ტომი 46. N 5-6  .გვ 305-314

3. ხ. დონდოლაძე, მ.ნიკოლაიშვილი, თ.მუსელიანი, გ.ჯიქია დ. ზურაბაშვილი.(2020). ,,მიკროტალღური სააოჯახო ღუმელების ირგვლივ არსებული არამაიონიზირებელი რადიაციის ზემოქმედება ვირთაგვების ქცევაზე და სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დონეზე“ საქართველოს სამედიცინო სიახლენი: N9, (306) , გვ 132-137. თბილისი საქართველო www.geomednews.org
4. მ.ნიკოლაიშვილი, დ. ზურაბაშვილი, თ.მუსელიანი, გ.ჯიქია, გ.ფარულავა ( 2019) წყალტუბოს წყლის ინჰალაციის სამკურნალო თვისებების კომპლექსური შესწავლა. საქართველოს სამედიცინო სიახლენი №9(294).გვ 113-118. თბილისი www.geomednews.org
5. მ. ნიკოლაიშვილი, თ.მუსელიანი,  გ. ჯიქია,  ხ.დონდოლაძე, (2018). რადონის ინჰალაციის გავლენა აგრესიული ვირთაგვების ქცევასა და ნეიროქიმიურ კორელატებზე „ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური  ფუნქციები   და  მათი დარღვევები ინტერდისციპლინური კვლევები მოხსენების კრებული. ISBN:978-9941-8-1339-9 თბილისი სქართველო.

6. ს.თარხნიშვილი დ. ნადარეიშვილი მ.ნიკოლაიშვილი თ.მუსელიანი გ.ჯიქია, ხ. დონდოლაძე (2018).  ნეიროპათიის გამოვლენა გულის რითმის დარღვევის დროს მათემატიკური ანალიზით „ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური  ფუნქციები  და  მათი დარღვევები ინტერდისციპლინური კვლევები მოხსენების კრებული.  ISBN:978-9941-8-1339-9 თბილისი სქართველო

7. მ.ნიკოლაიშვილი,  გ.იორდანიშვილი,  დ.ნადარეიშვილი,  თ.მუსელიანი, გ.ჯიქია, მ.შავიანიძე, გ.შავიანიძე (2018). რადონის შემცველი წყალტუბოს მინერალური წლების ინჰალაციის მოქმედება აგრესიულ ვირთაგვებზე და თავისუფალი ამინომჟავების განსაზღვრა  თავის ტვინის სტრუქტურებში სისტემური, უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების ფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები. ნოვა საიენსი. ნიუორკი აშშ. ISBN: 978-1-53614-395-9. გვ. 245-55

8. ხ.დონდოლაძე,  მ.ნიკოლაიშვილი,  თ.მუსელიანი,  გ.ჯიქია  დ.ზურაბიშვილი (2018). ელექტრომაგნიტური ველის გავლენა კონსოლადიციურ მეხსიერებაზე. ნეირომეცნიერება და კვანტური ფიზიკა. ტომი 16. გვ 93-99.  DOI: 10.14704/nq.2018.16.11.1777 https://www.neuroquantology.com/index.php/journal/article/view/1777

9. გ.ჯიქია ,ზ.ლომთათიძე, მ.ნიკოლაიშვილი,  (2016). იხტიოფაუნა, როგორც წყლის ეკოსტრესფაქტორების  განმსაზღვრელი.  ევროპული სამეცნიერო ჟურნალი (ESJ) N.33. ტომი.12, გვ.172-177.  http://eujournal.org

10.მ.ნიკოლაშვილი,  გ.ჯიქია,    თ.მჭედლური,     თ.მუსელიანი,   ე.პეტრიაშვილი,      ს. ზენაიშვილი. (2013).კომბინირებული პესტიციდის ლამბდა -ციჰალორტინის გავლენა ჰიდრობიონტებზე.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. №1 . ტომი 7. გვ 89-92. თბილისი. www.science.org.ge

11. გ.ჯიქია,   მ.მჭედლური,  მ.ნიკოლაიშვილი,  , ზ.ზურაბაშვილი,   გ .იორდანიშვილი.( 2011) პირეტროიდული პესტიციდის (ლამბდა ციგალოტრინის) გავლენა თავისუფალი ამინომჟავების განაწილებაზე მდინარე ალაზანის თევზის მურწას ქსოვილში.საქართველოს სამედიცინო სიახლენი.  №12 ტომი (201)გვ.52-55. თბილისი  www.geomednews.org

12. მ.ხვედელიძე ,ი.მესხიშვილი, რ.ვეკუა მ.გვასალია, ე.ჭითანავა, გ.ჯიქია დ.ბუთხუზი.(2006). კეტამინის გავლენა გულის რითმის ვარიაბელობაზე  ბოცვრებში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე.N 2 ტომ174. გვ. 351-354.   www.science.org.ge