რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების განყოფილება
19-11-2020
რეოლოგია არის მყარი სხეულის, სითხეების, სუსპენზიების გადაადგილების კანონზომიერების შემსწავლელი ფუნდამენტური მეცნიერება და ბიოტექნოლოგიური დარგი. ეს არის თანამედროვე მიმართულება, რომელიც აერთიანებს ფიზიოლოგიურ, პათფიზიოლოგიურ, ტექნოლოგიურ, ფარმაცევტულ, მათემატიკურ, საინჟინრო, პროგრამულ, კლინიკურ და სხვ. კვლევებს. უკანასკნელ ათწლეულებში რეოლოგია, როგორც მულტიდისციპლინური მეცნიერება, გახდა განსაკუთრებით აქტუალური გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიომედიცინით თვალსაზრისით. 2000 წლიდან ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეოლოგიის მიმართულებით.