ცენტრის მისია
ნანახია 1 732-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მისია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულების როლის შენარჩუნება-გაძლიერებაში, ინტელექტუალური რესურსების ეფექტური გამოყენების საფუძველზე სხვადასხვა სირთულის კვლევითი და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების წინსვლაში მდგომარეობს.
ცენტრის მიზნებს წარმოადგენს:
- ◾ სამეცნიერო - კვლევითი საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
- ◾ ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
- ◾ სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
- ◾ ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
- ◾ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
- ◾ ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
- ◾ ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
- ◾ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში;
- ◾ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
- ◾მაღალკვალიფიციური პერსონალის სამეცნიერო - კვლევითი მომზადება, რომელსაც შეუძლია ეფექტური წვლილი შეიტანოს საქართველოს პროგრესულ განვითარებაში;
- ◾მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევის ჩატარება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის საერთო პოტენციალს;
- ◾ ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ინსტიტუციური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
- ◾აწარმოებს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ნევროლოგიის, ნეირომეცნიერებების, რადიობიოლოგიის, რადიაციული ეკოლოგიის და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს;
- ◾ ზრუნავს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაზე;
- ◾ ხელს უწყობს კვლევითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებას, წაახალისებს ცენტრის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის ზრდას;
- ◾ ხელს უწყობს ცენტრისა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას;
- ◾ ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას;
- ◾ აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით;
- ◾თანამშრომლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.