მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია

ნანახია 716-ჯერ
მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია დაარსდა 1985 წელს. ლაბორატორიის გახსნით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში კვლევის ახალ მიმართულებას - მხედველობის ნეიროფიზიოლოგიას.

 სამეცნიერო მიმართულებები:

 ლაბორატორიის კვლევის ძირითად ინტერესს თავიდან ფერადი მხედველობის შესწავლა წარმოადგენდა. ნეიროფიზიოლოგიურ (მიკროელექტროდული ტექნიკის ჩათვლით), ქცევით და ფსიქოფიზიოლოგიურ ექსპერიმენტებში შეისწავლებოდა ადამიანის, მაიმუნების, კატების, ვირთაგვებისა და თევზების მხედველობის სისტემები. შემდგომში ამ მიმართულებას დაემატა მხედველობითი აღქმის სტაბილურობის უზრუნველმყოფი - კომპენსაციისა და კორექციის მექანიზმების კვლევა.
 ამჟამად მიმდინარე კვლევების საგანს ძირითადად ადამიანის მხედველობის სისტემაში ინფორმაციის დამუშავების პროცესები წარმოადგენს. შეისწავლება ისეთი ფენომენები, როგორებიცაა:

 • ფუნქციური სიბრმავის სხვადასხვა ფორმა,
 • ფერადი მხედველობის დარღვევები,მათი გამომწვევი მიზეზები და კორექტირების შესაძლებლობანი,
 • ფერთა აღქმის კონსტანტობისა და პერცეპტუალური დასწავლის მექანიზმების მოქმედების თავისებურებანი როგორც ჯანმრთელ, ისე მხედველობის სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანებში.
 • მხედველობითი აღქმის სტაბილურობის მექანიზმები,
 • მხედველობითი აღქმის თავისებურებანი მენტალური დარღვევების შემთხვევაში,
 • მხედველობითი ანალიზის თავისებურებანი ოფტალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში,
 და სხვ.

 მსოფლიოში ადამიანთა პოპულაციის საშუალო ასაკის სწრაფად ზრდის პირობებში აქტუალობა შეიძინა მხედველობის ფუნქციის ასაკობრივ თავისებურებათა კვლევებმა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა მხედველობის დამაზიანებელ გარემო ფაქტორთა რაოდენობამ და ზემოქმედების ინტენსივობამ. ამ მიმართულებითაც ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს.

 შეისწავლება:

 • ასაკთან დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა და მათი თანმხლები გართულებების გავლენა მხედველობის ფუნქციზე;
 • გარემო ფაქტორებისა და ნეიროტოქსიკური აგენტების გავლენა მხედველობის ფუნქციაზე.

 და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობითი ინფორმაციის მიწოდების ახალი ფორმების - სხვადასხვა ტიპის დისპლეებისა და საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების ინტენსიური გამოყენება, აგრეთვე დროის ერთეულში დასამუშავებელი სენსორული ინფორმაციის ნაკადის მკვეთრი ზრდა სულ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს თანამედროვე ადამიანის მხედველობის სისტემას, შევისწავლით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

 • ინფორმაციულად გადატვირთულ სცენებში მხედველობითი ყურადღების განაწილების კანონზომიერებანი;
 • ხელშემშლელი ფაქტორების გავლენა დისპლეებთან მომუშავე ოპერატორების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ;
 • მხედველობის ველში პრიორიტეტული ინფორმაციის მიწოდების ოპტიმალური მეთოდების დამუშავება.


 სამეცნიერო შედეგები:

 • ქცევით ექსპერიმენტებში პირველად იყო ნაჩვენები, რომ კატებს არა თუ გააჩნიათ ფერთა გარჩევის უნარი, არამედ ტრიქრომატ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, კატის მხედველობის სისტემაში აქტიურად მოქმედებს ფერთა კონსტანტური აღქმის მექანიზმებიც.
 • „ფერით სპეციფიკურ“ უბანს კატების მხედველობის სისტემაში, შესაძლოა, ლატერალური სუპრასილვიური უბანი - ე.წ. „კლერ-ბიშოპის“ უბანი წარმოადგენდეს. ამ უბნის ორმხრივი მოცილების შემდეგ კატები კარგავენ ფერთა გარჩევის უნარს ისე, რომ სხვა მხედველობითი ფუნქციები არ ზიანდება.
 • პრიმატებზე (Macaca Nemestrina და Macaca mulatta) ჩატარებულ ქცევით ექსპერიმენტებში ვაჩვენეთ, რომ მაიმუნებს ფერთა კონსტანტური აღქმის უნარი გააჩნიათ.
 • თევზების მხედველობის სისტემის მაგალითზე ნაჩვენები იყო, რომ გარემო ფაქტორებს გადამწყვეტი როლი ენიჭება მხედველობის სისტემის პოსტნატალურ ფუნქციურ ჩამოყალიბებაში;
 • დამუშავებული და ექსპერიმენტულად დამტკიცებულია ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ განპირობებული ფერადი შემდგომეფექტის - ე.წ. მაკ-კოლაფის ეფექტის გამომუშავება ხდება ფერთა აღქმის კონსტანტობის მექანიზმების გააქტიურების შედეგად. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ტიპის შემდგომეფექტების გამომუშავება დ. უზნაძისეული „განწყობის“ ჩამოყალიბების კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს.
 • ნაჩვენები იყო, რომ მხედველობითი ანალიზის სპეციფიკური თავისებურებანი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც კონკრეტული ფსიქიკური აშლილობების (მაგ, შიზოფრენიის) ბიომარკერი.
 • ასაკობრივ კვლევებში ვაჩვენეთ, რომ ასაკის მატება არავითარ გავლენას არ ახდენს ადამიანის მხედველობის სისტემის საკომპენსაციო მექანიზმების აქტივობაზე.

 თანამშრომლობა:

 ლაბორატორია თანამშრომლობდა და თანამშრომლობს შემდეგ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებთან:

Germany

Humboldt Universitaet, Berlin
Johannes Guttenberg Universitaet, Mainz
Bremen Universitaet, Bremen
University of Bundeswehr, Muenchen

Swiss
Ecole Politechnique Federale de Lozanne

Great Britain

Maudsley Hospital; Kings College, London

USA

University of California, Davis
Department of Ophthalmology & Vision Science
Department of Neurobiology, Physiology & Behavior

University of Nevada, Reno
Department of Psychology / 296

University of Regensburg, Department of Psychology
Institute of Neurobiology, Bulgarian Academy of Sciences

University of the Armed Forces Munich
Department of Electrical and Information Technology
Institute for Communications Engineering

The University of Medicine and Pharmacy of Craiova, Romania
Department of Medical Informatics

Россия

Лаборатория органов чувств,
Институт проблем передачи информации РАН , Москва

Лаборатория физиологии зрения.
Институт физиологии им. Павлова РАН, Санкт-Петербург

 საქართველო

 ოფთალმოლოგიური კლინიკა „მზერა“
 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტი.


 მიღებული გრანტები:

NATO SCIENCE PROGRAMME
Cooperative Science and Technology Sub-Programme
COLLABORATIVE LINKAGE GRANT
2004-2005

Volkswagen Stiftung
 1. Basic aspects of feature integration. Projekt 1/80 096 (2005-2007)

2. Why is visual information processing prolonged in elderly and shizophrenic patients. Projekt I/83 401 (2008-2009)

Great Britain, the Royal Society.
Investigation of early visual processing in schizophrenia. 2007-2009

U.S. CIVILIAN RESEARCH & DEVELOPMENT FOUNDATION
Perception in the Aging Visual System GEB1 -2930 TB-08 (2009-2011)

EPFL
1. Seed money project with collaboration of EPFL/BMI/LPSY (2006-2007)

2. Seed money project with collaboration of EPFL/BMI/LPSY (2007-2009)

 საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (GNSF)

 მხედველობის სისტემაში ინფორმაციის ნაკადის ოპტიმალური ორგანიზაციისა და 
 აღქმის სტაბილურობის უზრუნველმყოფი მექანიზმები GNSF/ST 08/6-466, 2009-2010

 ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები:

 • საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “ Vision and cognition ”,თბილისი , 2009.
 • თბილისის I საერთაშორისო კონფერენცია:„Brain Disorders: Merging Neuroscience and Medicine“, თბილისი, 2013 

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>