მარიამ ბუხაიძე

მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი

ბიოფიზიკის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

მარიამ ბუხაიძე, 2015 წელს     ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მიმართულება ქიმია,  2019 წელს სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტში  ორგანული ქიმიის განხრით და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.  2021 წელს უნივერისტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ივ.ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ბიოფიზიკის ლაბორატორიაში, მეცნიერ მუშაკის პოზიციაზე.
2017 წელს მიიღო მონაწილეობა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ, მეხუთე ქართულ workshop-ში.
2019 წელს გაიარა საწარმოო პრაქტიკა ლუდსახარშ ზედაზენში.     
2021 წელს დაიცვა მაგისტრის ხარისხი და მის მიერ სინთეზირებულია ახალი, პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება,  6-(1H-ინდოლ-2-ილ)ქინაზოლინ-2,4-დიამინი.

სამეცნიერო ინტერესები

მარიამ ბუხაიძემ, 2021 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ორგანული ქიმიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ბიოფიზიკის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ძვრადობის ჯგუფში, სადაც შეისწავლება  კუნთის გიგანტური ცილების (ტიტინი, სმიტინი)  სტრუქტურულ-ფუნქციური თვისებები.