გიორგი იორდანიშვილი

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

რადიობიოლოგიის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

გიორგი იორდანიშვილი- ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ 1956-1961 წწ. გააგრძელა სწავლა  ასპირანტურაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიაში,, 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია , 1994  წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1961 წელს დაიწყო სამეცნიერო საქმიანობა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიაში მეცნიერთანამშრომლად. 1983 წელს მუშაობა განაგრძო რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო/კვლევით ცენტრში ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიაში, იყო ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 2010 წლიდან კი ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში იყო რადიობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 2016 წლიდან კი დღემდე ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერთანამშრომელი. მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, აქვს 80- მდე სამეცნიერო ნაშრომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ინტერესთა სფერო: 

ჩემი კვლევის ობიექტს წარმოადგენს შავი ვირთაგვები, რომლებიც მიღებულ იქნა ჩვენს ცენტრში თეთრი ფერის ვისტარის ხაზის ვირთაგვებისა და რუხი ფერის ნორვეგიკა  ვირთაგვების შეჯვარების შედეგად. ვსწავლობ  ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას ამ ვირთაგვების ქცევაზე, სხვადასხვა სახის მეხსიერებასა და რადიომგრძნობელობაზე, ვახდენთ ამ პარამეტრებით მათ შედარებას თეთრი ფერის ვირთაგვებთან.

პუბლიკაციები:

1.“,რადიაციის გავლენა თეთრი და შავი ვირთაგვების  ნეიროქიმიურ კორელატებზე“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია, მ.ნიკოლაიშვილი, გ. იორდანიშვილი,  თ. მუსელიანი, გ.ჯიქია, 2020.
2.იმობილიზაციით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველთა აგრესიულ ქცევასა და მის ნეიროქიმიურ კორელატებზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია,  გ.იორდანიშვილი, მ. ნიკოლაიშვილი, მ.ფრუიძე, ნ.ხვიტია, ი.კვაჭაძე, 2020
3. ,,წყალტუბოს მინერალური წყლის რადონით ინჰალაციის ეფექტი აგრესიულ ცხოველებზე და თავისუფალი ამინოჟავეების განაწილება თავის ტვინის სტრუქტურებში” სისტემური, უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების ფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები. ნოვა საიენსი. ნიუორკი აშშ. ISBN: 978-1-53614-395-9. მ.ნიკოლაიშვილი,    გ.იორდანიშვილი,   დ.ნადარეიშვილი,    თ.მუსელიანი,  გ.ჯიქია,       მ.შავიანიძე,  გ.შავიანიძე.  2018.
4. ,,რადიაციის გავლენა რადიომგრძნობელობაზე, ემოციურ-მოტივაციურ ქცევაზე, მეხსიერების განსხვავებულ ფორმაზე და ნეიორქიმიურ კორელატებზე თეთრი და შავი ვირთაგვების ჰიბრიდულ ჯგუფებში“.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია,  გ.იორდანიშვილი, ი.მაისურაძე. 2020
5. ,,Radiation efect and neurochemical correlates of white and black rats” proceedings of the Ceorgian national academy of science. Biomedical series.  M.Nikolaishvili, G. Iordanishvili,T. Museliani, G. jikia.2020
6.The effect of stress caused by immobilization on the aggressive of animals and their  neurochemical correlates. proceedings of the Ceorgian national academy of science. Biomedical series, 2020. G. Iordanishvili, M.Nikolaishvili, M.Fruidze, N.Khvitia, I. Kvachadze
7. The effect of Radon inhalation with the mineral water of Tskaltubo on the aggressiveness of animals and the distribution of free amino acids in the structures of the brain. M.Nikolaishvili, G. Iordanishvili,D. Nadareishvili, T. Museliani, G. jikia, M. Shavianidze, G. Shavianidze. Sistemic, Cellural and Molecular Mechanisms of Phiziological functions and their disorders. , Nova Science Publishers, Inc .2018.
8. ,,Influence of radiation on radio sensitivity, emotional-motivational behavior , different forms of memory and neurochemical correlates of white and black hybrid rats.” proceedings of the Ceorgian national academy of science. Biomedical series, G.Iordanishvili, I. Maisuradze.2020