ლალი გეგენავა

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ლალი გეგენავა არის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი. 1980 წ დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წლიდან  მუშაობს ი. ბერიტაშვილის  სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.   1992 წ.  დაიცვა დისერტაცია. ამჟამად ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.
2010-2012 წწ ჩართული იყო შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოძიებულ საგრანტო პროექტებში (GNSF/STO 2- 343, # GNSF/STO 2- 344). 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოძიებულ საგრანტო პროექტს (FR/167/7-100/14). მის მიერ აღნიშნულ საკითხზე წლების განმავლობაში მიღებული მონაცემები ასახულია 40-მდე  საერთაშორისო და ადგილობრივ პუბლიკაციებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები:
•    თავის ტვინის ქერქულ და ქერქქვეშა სტრუქტურებში ტოქსიკური ნივთიერებების პრე- და პოსტნატალური ზემოქმედებით გამოწვეული ნეიროგენეზის დარღვევები და მათი კორექცია ანტიოქსიდანტების გამოყენებით in vivo  და in vitro პირობებში.  
•    ონტოგენეზის მოგვიანო ეტაპებზე ეთანოლის ჰორმეზული დოზების ნეიროპროტექტორული ზემოქმედების დროს ცხოველთა ქცევითი აქტივობის, თავის ტვინის მეტაბოლიზმის და უჯრედების რაოდენობის ცვლილებების თავისებურებები თავის ტვინის ქერქულ და ქერქქვეშა სტრუქტურებში.

რჩეული პუბლიკაციები:

1. ლ. გეგენავა, დ. მუსერიძე, თ. სანიკიძე, ნ. ღვინაძე, ს. კალმახელიძე, ი. სვანიძე, ეთანოლის ჰორმეზული დოზის და მისი ნეიროპროტექტორული გავლენის შესწავლა თეთრი ვირთაგვების ლიმბური სისტემის ნეიროგენეზსა და მეტაბოლიზმზე, საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის მაცნე, 2018, 44(3-4):79-92.
2. დ. მუსერიძე, ი. სვანიძე, ლ. გეგენავა, ნ. ღვინაძე, ქ. აფციაური, თეთრი ვირთაგვის ლიმბური სისტემის ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურების ციტოარქიტექტონიკის, მეტაბოლიზმის და ქცევით პარამეტრების ცვლილებების შესწავლა ეთანოლის სხვადასხვა კონცენტრაციის და ანტიოქსიდანტის ზემოქმედების პირობებში, საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის მაცნე, 2017, 43(3-4) 133-144.
3. T.V. Sanikidze1, I.K. Svanidze, D.P. Museridze, L.G. Gegenava, N.N. Gvinadze, K. N. Aptsiauri. The alterations of free radical oxidation in the rat brain’s cortical and subcortical limbic structures during the different levels of alcohol intoxication severity, In book: “Horizons in Neuroscience Research”. Nova Publishers, New-York, 2017, Vol. 30, pp 79-104.
4. Svanidze I.K., Museridze D.P, Sanikidze T.V., Didimova E.V., Gegenava L.G., Gvinadze N.N, Tsaishvili Ts.S., Z. Khanaeva, Aptsiauri K. N., The study of pre- and postnatal influence of ethanol on cortical and subcortical structures of the limbic system in the offspring of alcoholized female albino rats, as well as the possibility of correcting of disorders caused by ethanol with antioxidants,
In book: “Advance in Chemistry Research”, Editors: James C. Taylor, Nova Science Publishers, 2015, Vol.27, pp. 33-62.
5. გეგენავა ლ., მუსერიძე დ., ღვინაძე ნ., სვანიძე ი., ტოლუოლის  პრენატალური ინტოქსიკაციით გამოწვეული თეთრი ვირთაგვის ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის დარღვევების კორექცია თუთიის სულფატის მეშვეობით პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე, საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია, 2014, 40(5–6):195–201.
6. D.P. Museridze, I.K. Svanidze, Ts. S. Tsaishvili, T.V. Sanikidze, E.V. Didimova, Z. Khanaeva, L.G. Gegenava, N.N. Gvinadze, Influence of Toluene on Postnatal Neurogenesis of Limbic and Motor Systems, Metabolism and Behavior of Animals and Correction of Disturbance by Antioxidants,  In book: “Toluene: Chemical Properties, Applications and Toxicology”, Editors: Marco C. Palminteri, Nova Science Publishers, October 12, 2013, pp 125-150.